weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩუმლაყში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს

11:58 ორშაბათი, 29 მარტი 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მდებარე ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა, რომელიც ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტს, მალხაზ ბადუაშვილს ეკუთვნის, წუხელ დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ ადგილობრივებმა დაუდასტურეს. მათი თქმით, სამაცივრე მეურნეობა გასულ ზაფხულს ამუშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მალხაზ ბადუაშვილს თავს 25 მარტს, დილით დაესხნენ. მისი ავტომობილი, სადაც კიდევ სამი მამაკაცი იჯდა, ავტომატით დაცხრილეს. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ბადუაშვილი და დანარჩენი დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანის ფილიალის ხელმძღვანელმა, გელა ორველაშვილმა გვითხრა, მალხაზ ბადუაშვილი მეორე დღესვე გაწერეს, ერთი პაციენტი თბილისში გადაიყვანეს, ხოლო საავადმყოფოში დარჩენილი კიდევ ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტბილურად მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით ჩუმლაყში მცხოვრები ალექსანდრე და ჯუანშერ ტურიაშვილები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. თელავის რაიონულმა სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ალექსანდრე ტურიაშვილს ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, ხოლო ჯუანშერ ტურიაშვილს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობა, განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

ალექსანდრე და  ჯუანშერ ტურიაშვილები 2005 წელს, მალხაზ ბადუაშვილის მიერ მოკლული ვანო ტურიაშვილის ნათესავები არიან. მკვლელობისთვის ბადუაშვილმა სასჯელი უკვე მოიხადა და ციხე დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა. თავმდამსხმელებს, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]