weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად კახეთისთვის ნაჩუქარი მაცივარი გამოუყენებელი დარჩა

16:10 სამშაბათი, 30 მარტი 2021

საქართველოში ფაიზერის(Pfizer) ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი დღეს დაიწყო. იმის გამო, რომ ვაქცინის შესანახად მინუს 60-80 გრადუსის უზრუნველყოფა მხოლოდ თბილისში, ქუთაისისა და ბათუმის შესაბამის დაწესებულებებშია შესაძლებელი, აცრები მხოლოდ ამ ქალაქებში ტარდება. კახეთს სპეციალური მაცივარი ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, დავით მრელაშვილმა ერთი თვის წინ აჩუქა, თუმცა ამ ეტაპზე ის უფუნქციოდ არის დარჩენილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ საქართველოში დაახლოებით 14 000 ადამიანის ასაცრელად საკამარისი „ფაიზერი“ შემოვიდა და ამიტომ, ისედაც მცირე დოზები აღარ გაყვეს.

„თუ მაინც და მაინც ვინმეს უნდა „ფაიზერით“ აცრა, თბილისში ჩავლენ. მაცივარი ვაქცინაციის შემდეგ ეტაპებზე გამოგვადგება“, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

„ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა ეს პროცესი გაჭიანურდა და 25 მარტს შემოვიდა. მანამდე, 13 მარტს ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო და ვაქცინაცია ორ დღეში დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 მარტის დილის მდგომარეობით, მხოლოდ 5706 ადამიანი იყო აცრილი.

ამ ეტაპზე, მედპერსონალთან ერთად, ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]