დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ საქართველოში დაახლოებით 14 000 ადამიანის ასაცრელად საკამარისი „ფაიზერი“ შემოვიდა და ამიტომ, ისედაც მცირე დოზები აღარ გაყვეს.
„თუ მაინც და მაინც ვინმეს უნდა „ფაიზერით“ აცრა, თბილისში ჩავლენ. მაცივარი ვაქცინაციის შემდეგ ეტაპებზე გამოგვადგება“, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.
„ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა ეს პროცესი გაჭიანურდა და 25 მარტს შემოვიდა. მანამდე, 13 მარტს ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო და ვაქცინაცია ორ დღეში დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 მარტის დილის მდგომარეობით, მხოლოდ 5706 ადამიანი იყო აცრილი.
ამ ეტაპზე, მედპერსონალთან ერთად, ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაც.