weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამოხვანში პოლიციის თანხლებით ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლეს

13:44 შაბათი, 03 აპრილი 2021

რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ნამოხვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. სამუშაოები პოლიციის მობილიზაციის პირობებში და მოქალაქეების პროტეტის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე „ნამახვანჰესის“ პროექტის ახლად დანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე იმყოფება.

„წადით, წადით! არ გამუშავებთ მაინც“, – იძახიან აქციის მონაწილეები.

რიონის ხეობაში, ნამოხვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან, გუმათსა და ქორენიშში პოლიციას აქვს გადაკეტილი და ჰესის მოწინააღმდეგეებს ხეობაში არ უშვებენ. სამართალდამცველები მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ გზას გონივრულ ვადაში გახსნიან, ანუ მას შემდეგ, რაც „საფრთხე აღმოიფხვრება“.

დღეს დილით მერაბ ლომინაძე პოლიციის თანხლებით რიონის ხეობაში ჩავიდა და მოქალაქეებს, რომლებიც 160 დღეა, უწყვეტი პროტესტით ითხოვენ, „ენკა რინიუებლზმა“ ხეობა დატოვოს, უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები აუცილებლად დაიწყებოდა.

„მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება. ამას თავშივე გეუბნებით. სამუშაოები რომ უნდა შესრულდეს, ამაში დარწმუნებული ვარ. ამის მეტი არაფერი არ განხორციელდება, ვიდრე არ მოხდება დასკვნების ვერიფიკაცია, დადასტურება. შეიძლება მომზადდეს გზა, შეიძლება მომზადდეს ხიდისთვის საყრდენები, შეიძლება მომზადდეს ადგილები ბანაკისთვის, სადაც მოსამსახურეები შეიძლება განთავსდნენ“, – უთხრა ლომინაძემ ადგილობრივებს.

მერაბ ლომინაძე დირექტორად რამდენიმე დღის წინ, მთავრობასა და „ენკა რინიუებლზს“ შორის შეთანხმების შედეგად დაინიშნა.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც 28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრში, პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. რამდენიმე დღეში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მოქალაქეებთან შეხვედრა და პროექტთან დაკავშირებით კომუნიკაცია დაავალა. 12 მარტს, ქუთაისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, კაშხლის მშენებლობა მანამდე არ დაიწყება, ვიდრე არსებული კვლევები არ გადამოწმდება, თუმცა სამუშაოები, რომელიც კაშხალს არ მოიცავს გაგრძელდება. თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზში“ ქართველი დირექტორის დანიშვნაც ამ ოთხპუნქტიანი შეთავაზების ნაწილი იყო.

„კომპანია მოიწვევს ქართველ დირექტორს. ეს უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცდილი ენერგეტიკოსი, რომელიც მეტ ნდობას იწვევს საზოგადოებაში. უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას მართვაში და მეტ კომუნიკაციას მოსახლეობასთან. მიადევნებს თვალყურს, რომ დასაქმებული პირების უფლებები და პირობები იყოს დაცული“, – თქვა მაშინ თურავამ.

29 მარტს, პრმიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნამახვანჰესი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და მის გარშემო დაწყებული აჟიოტაჟი აბსოლუტურად გაუგებარია.

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოტხოვნები უცვლელია - უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]