weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ გუმათში კიდევ 4 ადამიანი დააკავა

14:17 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021

სოფელ გუმათში, სადაც სოფელ ნამოხვანში შესვლის მოთხოვნით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, სამართალდამცველებმა კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს. დაკავება პოლიციის ბლოკპოსტთან აღმართულ რკინის კედელთან მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებულები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლები აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს პირების იდენტიფიცირებას არ ახდენს. „რეგინფოს“ არც ის უთხრეს, თუ სად არიან დაკავებულები გადაყვანილი.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში რკინის კედლის აღმართვას დილიდან აპროტესტებდნენ და პროტესტს რკინის კონსტრუქციაზე ბრახუნით გამოხატავდნენ. პოლიციამ მათ მოუწოდა, შეეწყვიტათ ბრახუნი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროპორციულ ძალას გამოიყენებდნენ. დაახლოებით 12:00 საათზე კედელთან ვითარება დაიძაბა, სამართალდამცველებმა რკინის კედელი გადაკვეთის და მის წინ, რამდენიმე რიგად განლაგდნენ. პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები ესროლეს და აგრესიას გამოხატავდნენ, რაზეც საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბოთლი პოლიციის მიერ შეგზავნილმა პროვოკატორმა ისროლა. 

სოფელ გუმათში პოლიციაა მობილიზებული. წუხელ, ინვესტორი კომოპანია „ენკა რინიუებლზის“ საწყობთან მათ 6 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც ცდილობდნენ კომპანიის ავტომანქანებისთვის გზა გადაეკეტათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]