weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე დააკავეს

17:45 ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021
ფოტოზე - დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე / ინტერპრესნიუსის ფოტო ფოტოზე - დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე / ინტერპრესნიუსის ფოტო

პოლიციამ ხორავას ქუჩაზე 16 წლის დავით სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი – დეკანოზ შიო მენაბდის შვილი, გიორგი მენაბდე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მენაბდის დაკავების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ.

სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს მიხეილ კალანდია დააკავეს. 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, 2020 წლის 25 თებერვალს კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 11 წლითა და 3 თვით განისაზღვრა. მიხეილ კალანდიასთვის გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის სასჯელს იხდის კიდევ ერთი პირი - გ.ჯ..

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]