weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს

17:09 სამშაბათი, 20 აპრილი 2021
ფოტოზე - ივერი მელაშვილი ფოტოზე - ივერი მელაშვილი

ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებმა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ცნობით, საჩივარი უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე.

„საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. საჩივარი მოამზადა დავით ჯანდიერმა, რომელიც წარმოადგენს მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

პარალელურად, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ.

2021 წლის 21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. სასამართლომ ისინი 2021 წლის 28 იანვარს, 20-20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ დასრულებული არ არის და როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, ბრალდებულებს მოუწევთ ციხეში დაბრუნება და ისინი „აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს“.

ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მელაშვილი-ილიჩოვას წინააღმდეგ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც ისიც მოწმობს, რომ მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემაზე გამოძიება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო და ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მიმართული ყოფილიყო ამომრჩევლებზე ზემოქმედებისკენ. არასამთავრობო ორგანიზაციებს კიდევ ერთ არგუმენტად მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოხმაურებები მოჰყავთ – უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევით, მათ პოლიტიზებული და პოპულისტური განცხადებები გააკეთეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]