weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში სავარაუდოდ შურისძიების მიზნით სახლი დაწვეს

12:59 ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გუშინ, გვიან ღამით, გოგოსაშვილების სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა უთხრა, ხანძრის შედეგად ორი ოთახი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან სახლში არავინ იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

სახლში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი და რამდენიმე კვირის წინ დაკავებული იოსებ გოგოსაშვილის დედა, ძმა და მისი ცოლ-შვილი ცხოვრობენ. ერთ-ერთი ვერსიით ხანძარი განზრახ, შურისძიების მიზნით გააჩინეს და უკავშირდება გოგოსაშვილის დაპირისპირებას ჩუმლაყში მცხოვრებ კიდევ ერთ კრიმინალურ ავტორიტეტთან მალხაზ ბადუაშვილთან, რომლის მოკვლა 25 მარტს სცადეს. თავდასხმისას ბადუაშვილი მსუბუქად დაიჭრა და საავადმყოფო მალევე დატოვა, მასთან ერთად ავტომობილში მყოფი 42 წლის მამაკაცი კი ადგილზე დაიღუპა. შსს-მ განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ჩუმლაყში მცხოვრები ალექსანდრე და ჯუანშერ ტურიაშვილები დააკავეს. რამდენიმე დღის შემდეგ დაიწვა მალხაზ ბადუაშვილის ოჯახის კუთვნილი სამაცივრე მეურნეობა. ხანძართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]