weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუმათში აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მე-7 ადამიანი დააკავეს

22:31 პარასკევი, 23 აპრილი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

გუმათში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე 12 აპრილს მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, პოლიციამ მეშვიდე ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, ბათუმში დაკავებულია 1990 წელს დაბადებული ე.ა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მისმა ექვსმა თანამზრახველმა 2021 წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს, ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულ ექვს ადამიანს, სამართალდამცველებმა რევაზ და ფირუზ წულუკიძეები, თორნიკე, თამაზ, გელა და ირაკლი ჭელიძეები ბათუმში, 14 აპრილს დააკავეს. ქუთაისის საქალაქო სასამარლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი ბრალს არ აღიარებენ, აცხადებენ, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ და პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]