დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.71%-ია, ბოლო ორი კვირის – 3.68%, ბოლო ერთი კვირის კი – 3.22%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1071 ინფიცირებული, 28 კი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 341 894 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 324 426 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4727 ადამიანი.