weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

დავიქირავეთ აუდიტი და ყველაფერი გამოქვეყნდება – გოლეთიანი დაფინანსებაზე

10:49 შაბათი, 29 მაისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დაფინანსებასთან დაკავშირებით სპეკულაციების დასასრულებლად აუდიტი დაიქირავეს, რომლის დასკვნაც საჯაროდ გამოქვეყნდება.

მოძრაობის კიდერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მათ დაფინანსების წყარო ხალხისგან მიღებული შემოწირულობებია.

„ჩვენი ემიგრაცია არის ჩართული და დაფინანსება ძირითადად მოდის მათგან. ჩვენი საზოგადოება, მათ შორის, ვინც აქ ვდგავართ, აქტიურ ფინანსურ, ფიზიკურ თუ მორალურ მონაწილეობას იღებს მთელი ამ ბრძოლისა და პროცესისთვის, რაც არის ნამდვილად უნიკალური შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მე პირადად იმ ხალხს, ვინც გულმხურვალედ მონაწილეობს ამაში. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ამ ხარჯებს, ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება აუდიტს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს Facebook-გვერდზე. ამასთან დაკავშირებულ ყოველგვარ კითხვას გაეცემა პასუხი ასე, გამჭვირვალედ.

გამოვედით ინიციატივით, რომ რადგან დაფინანსებაზე ატყდა ესეთი ამბავი და უკავშირებენ რაღაც სხვადასხვა ძალას, ყველა იმ ადამიანმა, ცალკეულმა პერსონამ, მათ შორის, მედია საშუალებებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა პარტიებმა თუ ა.შ. ვინც გარკვეული დაფინანსებებით არსებობს, თითოეულმა მათგანმა გაასაჯაროოს შემოსავლის ნუსხა. ეს იქნება აბსოლუტურად სამართლიანი, რადგან როცა ჩვენი მისამართით კეთდება მსგავსი მოთხოვნა, ვფიქრობ სამართლიანია ზოგადად ყველა ერთად მოვექცეთ საერთო წესის ქვეშ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა დაფინანსების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მათ თბილისში გამართეს საპროტესტო აქციები. როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა აქციისთვის დაქირავებული სცენისა და აპარატურის ღირებულებაზე და ამის საფუძველზე გამოთქვა ეჭვი, რომ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დიდ ფულს ხარჯავს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]