weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რაც ჩვენი თანხები სასაუბრო თემა გახდა, გადმორიცხვებმა კვეთრად მოიმატა – მარიტა მუსელიანი

13:16 შაბათი, 29 მაისი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

„რაც ჩვენი თანხები სასაუბრო თემა გახდა ფართო საზოგადოებაში, გადმორიცხვებმა კვეთრად მოიმატა“, – ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარიტა მუსელიანმა განაცხადა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი დაფინანსების შესახებ დასკვნის მოსამზადებლად აუდიტორი დაიქირავეს, შედეგები კი საჯაროდ, მათ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდება.

„აუდიტი ჩვენთვის სავალდებულო არ არის და ვაპირებდით ანგარიშების და ხარჯის პირდაპირ გამოქვეყნებას. მერე გაირკვა, რომ ეს ძალიან დიდი მასალაა და ყველაზე სწორი და კარგი ფორმა არის აუდიტი. აუდიტის დასკვნა იქნება ისეთი დასკვნა, რომელშიც სრულად წარმოჩინდება ყველაფერი და რომელიც არავითარ შეკითხვას არ დატოვებს“, – განაცხადა მარიტა მუსელიანმა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის დაფინანსების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რიონის ხეობის მცხოვრებლების შვიდთვიანმა უწყვეტმა, კარვებში პროტესტმა 23 მაისს, ხეობიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა. თბილისის აქციის პირველივე დღეს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე დაინტერესდა, რა ფულით იქირავეს აქციისთვის ავტობუსები, სცენა და გახმოვანების სერვისი. მისი თქმით, „ეს ფული არის შავი ფული, რომელიც იხარჯება“.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მოითხოვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მას მიაჩნია, რომ „დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე“ და „შეუძლებელია ასეთი რესურსი იყოს მობილიზებული წვრილმანი შემოწირულობით“.

საპროტესტო მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ აქციებზე ხალხი საკუთარი ხარჯით დადის და შემოწირულობებსაც ხალხისგან იღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]