weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი მთავრობას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს – შუქრუთელების პროტესტი

11:32 სამშაბათი, 01 ივნისი 2021
პროტესტის მონაწილეები - mtisambebi.ge-ის ფოტო პროტესტის მონაწილეები - mtisambebi.ge-ის ფოტო

საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, ჩაერთოს პროტესტის მონაწილეებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკებების პროცესში, როგორც მედიატორი, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მათი წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს შუქრუთში შეხვდნენ, რის შემდეგაც, მათი მოთხოვნების განხილვის მიზნით, გუშინ კომუნიკაცია ჰქონდათ კომპანიასთან.

„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიამ შუქრუთის დაზარალებულ მაცხოვრებელთა ქონება საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით შეაფასა. ამასთან, წარმომადგენლის თქმით, კომპენსაციის გაცემა არ გულისხმობს ქონებაზე საკუთრების და სარგებლობის უფლების ჩამორთმევას. კომპანიის წარმომადგენელის ცნობით, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები ეტაპობრივად, დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ფორმდება.

აღსანიშნავია, რომ გარდა იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ კომპანიის მიერ ჩატარებულ შეფასებებს და ითხოვენ კომპენსაციის ოდენობა სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ“ განსაზღვროს, სადავოა მხარეებს შორის ქონების შეფასების მეთოდოლოგიაც. (როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა საჯაროდ განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ზარალის ოდენობის შეფასების მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს“ მიმართოს). ასევე, მოსახლეობის მოთხოვნაა, შესაბამისი ხელშეკრულებით გაიწეროს კომპანიის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და ვადები“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი აგრძელებს საქმის შესწავლას ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების ჭრილში, ასევე შეკრების ერთ-ერთი მონაწილის მიმართ შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტზე.

უკვე 105 დღეა, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები აქციას მართავენ. ისინი შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული საკუთრების სანაცვლოდ, სამართლიან კომპენსაციებს ითხოვენ. 11 მაისს აქციის მონაწილეთა ნაწილმა პირი ამოიკერა და სახელმწიფოსგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, დახმარება მოითხოვა. მოგვიანებით მათ კიდევ ხუთი ადამიანი შეუერთდა. რვა პირამოკერილიდა სამი ქალია.

30 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ჩავიდნენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი მდგომარეობით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ დაინტერესდა. ისინი დღემდე საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და ელჩ კელი დეგნანს სთხოვენ დახმარებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]