weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დაკავებები არ ქმნის მშვიდობიან სივრცეს საუბრისთვის – ვარლამ გოლეთიანი

13:20 შაბათი, 12 ივნისი 2021

ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვისლიდერებსა და მთავრობის წევრებს შორის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის, დირკ ბუშლეს მედიაციით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტებიც მონაწილეობენ, ვინც თვეების განმავლობაში ნამახვანჰესის პროექტზე მუშაობენ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა გადაწყვეტს, დაიწყება თუ არა მედიაციის პროცესი.

„შეხვედრას აქვს ის მიზანი, რომ მხარეებმა დავაყენოთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების დაყენების შემდეგ განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ პროცესის გაგრძელება, ანუ, მედიაციის პროცესის დაწყება. დღევანდელი დღე არ არის მედიაცია და საკითხების შინაარსობრივი განხილვა. დღევანდელი დღე ემსახურება იმას, რომ მხარეებმა ჩვენი პოზიციები ვთქვათ“, – თქვა გოლეთიანმა.

მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ დიალოგისთვის მშვიდობიანი სივრცე შეიქმნას, საჭიროა რეპრესიების დასრულება, ხეობიდან პოლიციის გაყვანა, ბარიკადების მოხსნა და კომპანია „ენკა რინიუებლზის“ მიერ სამუშაოების შეწყვეტა. გოლეთიანის თქმით, ამ პირობების დაკმაყოფილებაზე მათ ხელისუფლებამ ერთხელ უკვე უთხრა ცალსახა უარი.

„ვიცით, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობასაც იგივე პირობები ჰქონდა. ეს პირობაც არ არის, ეს არის ლოგიკური კანონზომიერება, რომ დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა, რომ საუბარი შევძლოთ, მშვიდობიანი სივრცე შეიქმნას საუბრისთვის.

გუშინ იყო ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლის სასამართლო პროცესი, რომელიც პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდება ჰქონდა წაყენებული და ვნახეთ, თუ რამდენად პოლიტიზებულია პროცესი.

წარმოუდგენელია ამ გარემოში... ბარიკადი, დაკავებები და 7-წლიან ციხეში რომ უშვებენ ადამიანს არაფრის გამო, ბუნებრივია, არ ქმნის მშვიდობიან და ჯანსაღ სივრცეს საუბრისთვის. ამიტომ ჯერ ეს რაღაც რეპრესიები და პროცესი უნდა დალაგდეს, დასტაბილურდეს და ამის შემდეგ შევხედავთ, რამდენად შესაძლებელი გახდება მედიაციის დაწყება“, – განაცხადა გოლეთიანმა.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმაც. მისი თქმით, ნამახვანჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან ის საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი დასაყრდენი იქნება. ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ჰესი უნდა აშენდეს ისე, რომ გამოირიცხოს ყველანაირი კითხვა მის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასეა, მაგრამ ჩვენ გვინდა, ამის დემონსტრირება მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარისთვის“, – აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]