weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხეობაში არაპროპორციული საპოლიციო ძალა არ დარჩება – შალამბერიძე

17:37 ხუთშაბათი, 17 ივნისი 2021

რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ გაიზიარა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მოწოდება, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისთვის, განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ მას შემდეგ, რაც გუმათში პოლიციის მიერ აღმართული რკინის კედელი აიღეს.

„ჩვენი მხრიდან რაც იყო აღებული ვალდებულება ბარიერების მოხსნასთან დაკავშირებით, ხედავთ, რომ ბარიერები უკვე მოხსნილია და დარწმუნებული ვარ, მეორე მხარე, რომელმაც ასევე აიღო ვალდებულება, ხეობაში შესვლისას დაიცავს კანონს, არ შეზღუდავს ჩვენი თანამოქალაქეების გადაადგილების უფლებას, არ იქნება ხელყოფილი კერძო საკუთრება და არ იქნება გაადაკეტილი გზები“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

რაც შეეხება, საპოლიციო ძალების გაყვანის მოთხოვნას, იმერეთის გუბერნატორის თქმით, რიონის ხეობაში არაპროპორციული ძალა არ დარჩება.

ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და ხეობაში იმდენი სამართალდამცავი იქნება, რამდენიც დასჭირდება, სიტუაციიდან გამომდინარე, რომ ხეობაში წესრიგი იყოს დამყარებული, – აღნიშნა შალამბერიძემ.

შაბათს, 12 ივნისს, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარის, დირკ ბუშლეს მედიატორობით, მთავრობის წარმომადგენლებსა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის შეხვედრა გაიმართა. ცხრასაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები სამ ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაცია იყო. ეს გულისხმობს ხეობაში პოლიციის მიერ შექმნილი ბარიერების მოხსნას და პროტესტის მონაწილეებისთვის გადაადგილების კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფას, რათა მათ მშვიდობიანი პროტესტი გააგრძელონ. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების შესახებ პროკურატურა დასკვნას გამოაქვეყნებს. დეესკალაციის ფარგლებში ამ შეთანხმებების შესრულების შემთხვევაში, მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, სადაც „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის ხეობაში სამუშაოების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ, რომელიც შაბათს გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა, 14 ივნისს განაცხადა, რომ პოლიცია რიონის ხეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ აქტივისტები საჯაროდ პირობას დადებენ, რომ მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტს, ხელს არ შეუშლიან ინვესტორ კომპანიას და არ დააზიანებენ მის ქონებას.

„თუ გვექნება გარკვეული გარანტიები, რომ ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული, ეს საკითხი მყისიერად გადაწყდება“, – თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათელა თურნავას ამ განცხადების შემდეგ, ევროკავშირის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ 12 ივნისის შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელსაც დირკ ბუშლეს განცხადებაც ერთვის. ევროპელი მედიატორი ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა მთავრობაა ვალდებული, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]