weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2012 წლის შემდეგ ქუჩაში არ გამოვსულვარ, მაგრამ დღეს ჩავთვალე, რომ ეს აუცილებელი იყო – აბსანძე

18:54 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

ჩვენ გვყავს მოძალადე პრემიერი, თან ხეპრე პრემიერი, რომელმაც არც კი იცის, რას ლაპარაკობს, არც კი იცის, რამდენს ვნებს ამ ქვეყანას მისი ნებისმიერი განცხადებით და ყველა განცხადება მხოლოდ ვიწრო ჯგუფზე არის მიმართული, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა, ირაკლი აბსანძემ.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრის მიერ 5 ივლისს, დილით გაკეთებულმა განცხადებამ მისცა ბიძგი შემდეგ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს, რასაც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მოჰყვა.

„რადგან მე საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ვარ და ჩემი ტრიბუნა მაქვს – ყოველკვირეული გადაცემა, აქამდე არცერთ აქციას არ შევერთებულვარ, არ გამოვსულვარ ქუჩაში 2012 წლის შემდეგ, მაგრამ დღეს ჩავთვალე, რომ ეს აუცილებელი იყო. ჩვენ ვაკვირდებით სეკულარული სახელმწიფოს კრიზისს და ამ კრიზისს ახლა არ დაედო საფუძველი.

ჩვენ არ დავნებდებით და თუ დავნებდებით, შეგვიძლია წავიდეთ სხვა ქვეყანაში, მაგრამ რას იზავენ აქ ადამიანები, როცა ხმას ვერავის მიაწვდიან, როდესაც ღარიბაშვილი ეყოლებათ ეთერში, მუდმივად, თავისი ზიზღით; როდესაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრია და ზიზღს აფრქვევს“, – განაცხადა ჟურნალისტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეორე დღეა საპროტესტო აქცია იმართება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სასტიკად სცემეს და სახის ძვლები დაუმტვრიეს, გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მისი მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ღარიბაშვილს თანამდებობის დასატოვებლად მიცემული ვადა დღეს, 12:00 ამოეწურა. ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგა. მან მთავრობის სხდომა გამართა და გუშინდელი საპროტესტო აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგ წარუმატებელ შეთქმულებად შეაფასა. როგორც ტელეკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მთავრობა არ გადადგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]