weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

კორონავირუსის 2261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 1246 – თბილისში, 238 – აჭარაში

11:49 ხუთშაბათი, 22 ივლისი 2021

ჩატარებული 36 656 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 2415 შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ 2616.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 21 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.17%-ია, ბოლო 14 დღის – 5.25%, ბოლო ერთი კვირის კი – 5.78%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2261 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1246 შემთხვევა, რეგიონები მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 238

იმერეთი – 173

კახეთი – 126

შიდა ქართლი – 123

ქვემო ქართლი – 119

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 100

მცხეთა-მთიანეთი – 50

გურია – 43

სამცხე-ჯავახეთი – 29

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1410 ადამიანი, 18 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 20 476 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 14 313 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4662 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 906 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი;
  • 1501 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს. აქედან 369 483 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 5636 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]