weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა

13:16 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

კორონავირუსით ინფიცირებულმა 30 კვირის ორსულმა ნაყოფი დაკარგა. შემთხვევა ქუთაისში კლინიკა ბომონდში მოხდა, სადაც კოვიდინფიცირებულ ორსულებს მკურნალობენ. საავადმყოფოს წარმომადგენლის ინფორმაციით, 31 წლის ქალის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.

როგორ კლინიკაში აცხადებენ, კოვიდინფიცირებული ქალი თავიდან ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, საიდანაც ხელწერილის საფუძველზე სახლში გაეწერა, მოგვიანებით კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისში გადაიყვანა.

„ბომონდის“ წარმომადგენლის, მინდია ებრალიძის ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მის სისხლში D-დიმერის მაჩვენებელი, რაც ორგანიზმში თრომბის არსებობაზე მიუთითებს, 3-4-ჯერ გაიზარდა.

„ნაყოფი დაირუპა იმიტომ, რომ როდესაც D-დიმერი არის მაღალი, შესაძლებელია განვითარედეს თრომბი“, – განაცხადა ექიმმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, D-დიმერის მომატების გამო არსებობს სისხლდენის განვითარების საფრთხე, ამიტომ ქალისთვის ოპერაციის ჩატარება სარისკოა.

ორი დღის წინ კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებული 7 თვის ორსული გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მათთან მკურნალობას 31 ორსული გადის. მათივე ინფორმაციით, 6-მა გამოჯანმრთელებულმა ორსულმა კლინიკა უკვე დატოვა.

 

ამ თემაზე:

ორსული რაც უფრო ადრე აიცრება, უფრო მეტი შანსია, რომ იყოს დაცული ბოლოში – ბოჭორიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]