weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ამირან გამყრელიძემ ორსულებს აცრისკენ მოუწოდა

18:50 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ორსულებს მოუწოდა, ვაქცინაცია ჩაიტარონ. მისი თქმით, ამისთვის ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა.

ამირან გამყრელიძემ განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის შემდეგ გააკეთა.

„დღეს, თქვენი ეთერების საშუალებით მოვუწოდებ ყველა ორსულ ქალბატონს, ან მათ, ვისაც უნდა რომ დაფეხმძიმდეს, აუცილებლად აიცერით.

უკვე გვაქვს ორსულის კოვიდით გარდაცვალების 4 შემთხვევა. ამიტომ ჩემს კოლეგებს, მეან-გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ორსული ქალბატონის მართვაში, როდესაც მიდიან კონსულტაციაზე, ურჩიონ, რომ აიცრან.

ჩვენ წელიწადიში გვაქვს 47-48 ათასი მშობიარობა, დაასხლოებით 60 ათასამდე ქალი ფეხმძიმდება წელიწადის განმავლობაში. დღეს 120-130 ათასი „ფაიზერის“ ვაქცინა დევს საწყობში პირველი დოზებისთვის, რომელიც ჯერ დაჯავშნილი არ არის. ამიტომ, ყველას გთხოვთ, მათ შორის ორსულ ქალბატონებს, რომ იაქტიურეთ, რომ არ გვქონდეს ასეთი სავალალო შედეგები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ის დირექტორს არ აქვს ინფორმაცია, ამ დროისთვის რამდენი ორსულია აცრილი.

ორი დღის წინ კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებული 7 თვის ორსული გარდაიცვალა. მძიმეა კიდევ ერთი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ნაყოფი დაკარგა. კლინიკა „ბომონდის“ ინფორმაციით, დღეისთვის მათთან 31 კოვიდინფიცირებული ორსული გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]