მოკლულებს შორის ერთ-ერთი პარლამენტის ყოფილი წევრის, "ქართული ოცნებიდან" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. ასევე, მოკლულები არიან ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი.
შემთხვევის ადგილზე და თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში პოლიცია მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„რეგინფოს“ ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია კიდევ ორი პირი, რომლებიც თელავში, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებულები.
„თვითდინებით შემოვიდა 2 პაციენტი. ერთს, 46 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში სავარაუდოდ ცეცხლნასროლი ჭრილობა, რომელიც ქირურგიულად დამუშავდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მეორე პაციენტი 29 წლის მამაკაცია, ისიც თვითდინებით შემოვიდა. აქვს მარჯვენა კოჭ-წვივის სახსარში გამჭოლი ჭრილობა. დამუშავდა ქირურგიულად. სავარაუდოდ, პაციენტი ამბულატორიულად გაეწერება“, - უთხრა „რეგინფოს“ კლინიკის ქირურგმა რატი ტურაშვილმა.
ამ თემაზე:
წინანდალში მკვლელობის ბრალდებით ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
ზვიადაური დანაშაულს არ აღიარებს - აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ვმოქმედებდი