weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

სასწრაფო დახმარების ექიმებს 500-ლარიანი დანამატი მიეცემათ

12:32 ოთხშაბათი, 18 აგვისტო 2021 hits 217

„გუშინ, საბჭოს მხრიდან გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, სახელმწიფოს მხრიდან მიეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები“, – ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 57 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა, რაც საკმაოდ მაღალი დაწოლაა ჰოსპიტალურ სექტორზე.

„მიუხედავად ამისა, ჩვენი ექიმების დახმარებით, არცერთი პაციენტი არ რჩება მომსახურების გარეშე. მე კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა მთელ სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს, ექიმებს, რომელიც ამ პროცესში პირველივე დღიდან არიან ჩართულნი.

მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, სამთავრობო გუნდი და ექიმები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ეს შეეხება ექიმების ანაზღაურებას თუ მათ მიმართ მადლობის გადახდას. მინდა ვთხოვო ყველას, რომ დღესდღეობით არ არის იმის დრო, მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან დაცულია ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5914 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც ყველაზე მეტი (2298 შემთხვევა) თბილისში ფიქსირდება. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია: აჭარა – 877 შემთხვევა, იმერეთი – 789, კახეთი – 452, ქვემო ქართლი – 355, შიდა ქართლი – 318, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 313, გურია – 188, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 62. ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 57 312 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7029 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 49 ინფიცირებული.

ბოლო ერთ კვირაში 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო კვირის განმავლობაში, საქართველოში დღეში საშუალოდ „კოვიდ 19“-ის 4945 ახალი შემთხვევა ვლინდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]