weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი ტყუპები გარდაიცვალნენ

17:39 ორშაბათი, 20 სექტემბერი 2021

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებული ერთი თვის ტყუპები გარდაიცვალნენ. მანამდე ვირუსს მათი დედა, 47 წლის ქალი ემსხვერპლა. მას გადაუდებელი საკეისრო კვეთა ორსულობის 28-ე კვირაზე ჩაუტარდა.

ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. როგორც კლინიკაში აცხადებდნენ, PCR კვლევებით დადგინდა, რომ ტყუპები დაბადებისას უკვე კოვიდინფიცირებულები იყვნენ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდი 23 795 ადამიანს უდასტურდება, საიდანაც 5445 საავადმყოფოში მკურნალობს. 1253 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 ინფიცირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]