weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასულიერო პირებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან – ადვოკატი

15:31 პარასკევი, 05 ნოემბერი 2021
აკო ქიქავას ფოტო აკო ქიქავას ფოტო

სალხინოს მონასტრიდან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მიერ განკვეთილ მონაზვნებს, დანიელს და ბასილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ამის შესახებ მათმა ადვოკატმა, ლაშა ხოშტარიამ ჟურნალისტებს გუნუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში 10-მდე ადამიანი იკითხება.

„მე ვინც ვნახე, ჩემი აღქმით, ყველა სასულიერო პირი იყო. ჩოხოსნების მხრიდან მოხდა ძალის გამოყენება. ფაქტობრივად, პოლიციამ დააკანონა ჩოხოსნების უკანონობა. ესაა სიმართლე. დანაშაული აქვთ ჩადენილი, მიჩქმალულია ეს გარემოებები და ისე ააგეს, თითქოს წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას“, – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განკვეთილი სასულიერო პირების დაკავებას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაპირისპირების ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციაში გამოკითხვის მიზნით არიან გადაყვანილი.

გამთენიისას სალხინოს მონასტრის ტერიტორია ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს დაატოვებინეს. მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილმა ერთ-ერთმა მონაზონმა ათინოგენმა განაცხადა, რომ მონასტერში ჩოხოსნები მივიდნენ და „მონაზვნები გამოყარეს“. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

29 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ შვიდ განკვეთილ მონაზონსა და ბერ-დიაკონს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, საეკლესიო ქონებით სარგებლობა და მისი განკარგვა 4 ნოემბრამდე შეეწყვიტათ. წერილში ნათქვამი იყო, რომ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ 11 სექტემბრის ბრძანებით მათ აუკრძალა ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში, ასევე ეკლესიის კუთვნილებაში არსებულ სხვა შენობა-ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა, საეკლესიო მიწებითა და სხვა ქონებით სარგებლობა.

განკვეთილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]