weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სალხინოს მონასტერთან დაპირისპირებისას 7 ადამიანი დააკავეს

21:31 კვირა, 07 ნოემბერი 2021
განკვეთილი მონაზონი მარკოზი © Livepress.ge განკვეთილი მონაზონი მარკოზი © Livepress.ge

პოლიციამ მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტერთან დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 7 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ექვსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მეშვიდე დაკავებულს საგამოძიებო უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას ედავება. გარდა ამისა, როგორც შსს-ში აცხადებენ, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გამოძიება დაწყებულია შსს-ს ავტომობილის დაზიანების ფაქტზეც.

სალხინოს მამათა მონასტერთან დღეს ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მრევლის ნაწილმა წირვაზე დასასწრებად მონასტერში შესვლა სცადა, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირების შემდეგ ადგილზე ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირები მივიდნენ. პოლიციის მიერ დაკავებულთა შორის ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მიერ განკვეთილი მონაზონი მარკოზიც იყო, რომელმაც პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა.

მეუფე სტეფანემ კითხვაზე, რატომ არ უშვებდნენ მრევლს მონასტერში, განაცხადა, რომ დროებით აბრკოლებენ მათ, ვინც შფოთს იწვევდა.

მოგვიანებით, მამათა მონასტრის ტერიტორიაზე, საკუთარი პირადი ნივთების გამოსატანად, რამდენიმე განკვეთილი სასულიერო პირი პოლიციის თანხლებით შეუშვეს.

11 სექტემბერს, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სასულიერო და სამონაზვნო დასიდან შვიდი სასულიერო პირი განკვეთა. მათ და კიდევ ორ ადამიანს ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში ცხოვრება და საქმიანობა, აგრეთვე, საეკლესიო მიწების გამოყენება აუკრძალა. 29 ოქტომბერს, საპატრიარქომ განკვეთილ მონაზვნებსა და ბერ-დიაკონს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, საეკლესიო ქონებით სარგებლობა და მისი განკარგვა 4 ნოემბრამდე შეეწყვიტათ. 5 ნოემბერს ისინი მონასტრის ტერიტორიიდან საპატრიარქოს ჩოხოსნებმა გამოაძევეს. მას შემდეგ მონასტერთან პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ყოფილ სასულიერო პირებს და მრევლის წევრებს კელიებში არ უშვებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]