weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

უკრაინის სახალხო დამცველის სააკაშვილთან შესვლა არ არის აუცილებელი – ბრეგაძე

11:06 სამშაბათი, 16 ნოემბერი 2021

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას მოთხოვნა გლდანის N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის თაობაზე. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, ლუდმილა დენისოვას შესვლის აუცილებლობა არ არსებობს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა, არ არის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული. სწორედ ამ მოტივებით, ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული. შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს“, – განაცხადა ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ლუდმილა დენოსოვამ ცალმხრივი განცხადებები გააკეთა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 დაწესებულებაში მოინახულა. ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდება თუ არა დენისოვას, ბრეგაძემ განაცხადა:

„წინა შემთხვევაში, როდესაც ქალბატონი დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა ცალმხრივი განცხადება, ალბათ კარგი იქნებოდა, მაშინ შევხვედრილიყავით, რომ მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია. როდესაც ის N12 დაწესებულებიდან გამოვიდა, გააკეთა ცალმხირივი შეფასება და ჩვენთვის არცერთი კითხვა არ დაუსვამს, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს ის ინფორმაცია, რომელიც მას მიაწოდეს“.

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვიდა. როგორც მან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს მასთან შეხვედრა სურს, რის თაობაზეც მისგან წერილი მიიღო. ლუდმილა დენისოვა საქართველოში 27 ოქტომბერსაც იმყოფებოდა და მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]