weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ივანე ჩხაიძე: ყველა 100 კოვიდ-ინფიცირებულიდან 15 ბავშვია

13:26 ოთხშაბათი, 02 თებერვალი 2022

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის და იმუნიზაციის ჯგუფის წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯამური სტატისტიკით, ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს. ყველა 100 ინფიცირებულიდან 15 ბავშვია. სავსებით შესაძლებელია, რომ „ომიკრონის“ ფონზე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. 10 000 ინფიცირებული ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველდღე 1500 ბავშვი არის კორონავირუსით ინფიცირებული. როცა ჩვენ ამაზე ორჯერ და სამჯერ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, გამოდის, რომ ყოველდღიურად, 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება საქართველოში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი – 24 201 ახალი შემთხვევა იყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 181 293 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 173 730 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის, ხოლო 5522 საავადმყოფოში მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]