weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნება“ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრად მაღლაფერიძეს წარადგენს

17:38 ორშაბათი, 11 აპრილი 2022

ფრაქცია „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ გია ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძე 2017 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2021 წლის იანვარში ის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, თუმცა მარტში ცნობილი გახდა, რომ პარტიული თანამდებობა და პარტია დატოვა. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების დროს, მაღლაფერიძეს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.

„მართლაც ამირჩიეს. ეს გაგრძელდა სულ ორი კვირა. დაემთხვა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ორი კვირის შემდეგ შევწყვიტე პარტიის წევრობა. ადამიანები ვართ და აღმოჩნდა, რომ ჩემს ინტერესებში ეს არ შედიოდა.

მე მაქვს პრეტენზია, რომ სადაც ვმუშაობ, იქ ობიექტური ვარ, მაგრამ, რასაკვირველია, სტერილური ადამიანი არ არსებობს. მე მქონდა პოზიცია და ნათელია, სადაც ვიყავი და რასაც ვუჭერდი მხარს პოლიტიკურად. ამავდროულად ჩემს უკან დგას ჩემი გამოცდილება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, თავის წვლილსაც ხედავს საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლო წლების დასკვნებში: „საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ ეს არის ყველაზე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტელევიზია. თუნდაც ამ პოლიტიკურ სპექტრში ჩემი გამოცდილება ამას ხელს შეუწყობს. ღიად ვარ საზოგადოების წინაშე“.

გასაუბრების დროს ვასილ მაღლაფერიძემ აბსურდი უწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში „შავი სიების“ არსებობის შესახებ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიან სამეურვეო საბჭოში 3 ახალი წევრი უნდა აირჩიოს – ერთი საპარლამენტო უმრავლესობის, ერთი სახალხო დამცველისა და ერთიც საპარლამენტო უმცირესობის წარდგინებით.

მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ სამეურვეო საბჭოს წევრობის 11 კანდიდატიდან 10 შეარჩია. ესენი არიან: მარინა გიორგაძე, არინა თავაქარაშვილი, გიორგი იასაშვილი, ბელა კოპალიანი, ვასილ მაღლაფერიძე, ალექსი ნონიაძე, ლაშა ტუღუში, ლია შავგულიძე, დონარა შონავა, ზაზა ხუციშვილი. კომისიამ მხარი არ დაუჭირა მაუწყებლის კიდებ ერთ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გია ჭანტურიას.

სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრად ლაშა ტუღუში წარადგინა, საპარლამენტო უმცირესობის გადაწყვეტილება კი ხვალ გახდება ცნობილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ასარჩევად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის (76 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]