weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ

12:14 პარასკევი, 15 აპრილი 2022
მოკლული ნიკა კვარაცხელია მოკლული ნიკა კვარაცხელია

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულები – 22 წლის აკო ჭელიძე და 23 წლის გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ჭელიძეს 17, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ დაესწრნენ. მათმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედის, იზა კვარაცხელიას თქმით, იმედი აქვს, რომ მკვლელობის დამკვეთებიც უმკაცრესად დაისჯებიან. 

ნიკა კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჭელიძე და კავილაძე კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, ისინი ნაქირავები ავტომანქანით მივიდნენ ანჯაფარიძის ქუჩაზე და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. როგორც შსს აცხადებდა, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. სამართალდამცველებმა ჭელიძე და კავილაძე 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. 

ბრალდებულები სასამართლო განხილვების დროს მუხლების კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ. კერძოდ, აკო ჭელიძე აღიარებდა, რომ ნიკა კვარაცხელია მოკლა, თუმცა, მისივე თქმით, მას თანამზრახველი არც მკვლელობის ნაწილში ჰყოლია და არც იარაღი შეუძენია გიორგი კავილაძესთან ერთად. რაც შეეხება გიორგი კავილაძეს, ის ორივე მუხლში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მან მკვლელობის შესახებ წინასწარ არ იცოდა და მისი დანაშაული მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]