weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გოგაშვილი სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის საქმეზე დააკავეს

14:23 შაბათი, 16 ივლისი 2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

სასამართლოს განჩინებაში, რომლის საფუძველზე გოგაშვილების კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ნათქვამია, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალურ ინსპექციის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეოთხე ნაწილით“. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას განჩინება სოსო გოგაშვილის შვილის, ნინო გოგაშვილის სახლის ჩხრეკამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა წაიკითხა. ჩხრეკის პროცესი ნინო გოგაშვილმა გაადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეოთხე ნაწილი გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებას ან/და გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ჩადენილს იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

თბილიში, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები 16 ივლისს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე შევიდნენ. დაკავების ამსახველი კადრები გოგაშვილის ცოლმა, თეა მარტყოფლიშვილმა გადაიღო. არსებული ინფორმაციით, გოგაშვილი სამართალდამცველებთან ერთად საცხოვრებელ სახლში რჩება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დროისთვის მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში ჩხრეკა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე ჩატარდა. „ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება“, – განაცხადეს სუს-ში.

სოსო გოგაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე 2015-2018 წლებში იყო. დაკავებამდე, 15 ივლისს, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდა მოპოვებული, რომლებიც დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას წარუდგინა.

 

ამ თემაზე:

ნიკა გოგაშვილი: დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველაფერი, რასაც სოსო აანონსებდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]