weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გომელაური პარაპლანით ფრენაზე: „რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს“

21:46 პარასკევი, 29 ივლისი 2022

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანის ფრენასთან დაკავშირებით რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან ფრენა საერთოდ აიკრძალოს. მისი თქმით, „თითქმის კვირა არ გავა“ ისე, რომ სამაშველო ოპერაციის ჩატარება და ვერტმფრენის ჩართვა არ გახდეს საჭირო.

„რა თქმა უნდა, არის დაღუპვის ფაქტები. ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არ ვიცი, აქ რატომ ხდება ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა – ყველაფერი საინტერესოა და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. ვიდრე ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ, გაიცეს ლიცენზია ისეთ ადამიანებზე, ვინც ნამდვილად პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, ვიდრე პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება ფრენა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს გუდაურში ჩამოვარდა და აფეთქდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომლის დახმარებით პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. შედეგად ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა: ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. ასევე დაღუპულია ტურისტი, რომელიც ქართველ ინსტრუქტორთან ერთად კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. ინსტრუქტორი ცოცხალია და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავს.

გუდაურში პარაპლანი 16 ივლისსაც ჩამოვარდა, რის შედეგადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე არასრულწლოვანი დაიღუპა, ქართველი ინსტრუქტორი კი მძიმედ დაშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]