weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

23:56 პარასკევი, 10 ნოემბერი 2017

ხარაგაულში ამირან კვირიკაშილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და მოწმეების გამოკითხვა, ხოლო გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

28 წლის ამირან კვირიკაშვილმა თავი 4 ნოემბერს მოიკლა. გარდაცვლილის და აცხადებდა, რომ მისი ძმის თვითმკვლელობის მიზეზი პოლიციის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა და მუქარა გახდა. ნატო კვირიკაშვილის თქმით, მისი ძმა პოლიციაში რამდენჯერმე დაიბარეს, რა დროსაც სავარაუდოდ, მათთან თანამშრომლობას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით ემუქრებოდნენ.

თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად პოლიციამ დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს გაავრცელა განცხადება და მოითხოვა, რომ საქმე პროკურატურას გამოეძიებინა, რადგან მომხდარში პოლიციელებს ადანაშაულებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]