weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა დანამატი 26-ჯერ მიიღო

14:24 შაბათი, 16 დეკემბერი 2017

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა თეიმურაზ ნაჭყებიამ 2016 წელს სარგოს და დანამატის სახით 111 680 ლარი მიიღო. აქედან, 35 160 ლარი თანამდებობრივი სარგოა, ხოლო სარგოს სრული ოდენობით 26-ჯერ მიღებული დანამატები - 76 520 ლარი.  

თეიმურაზ ნაჭყებია მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე 2015 წლის 30 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობები საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატში. 

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თეიმურაზ ნაჭყებიამ 2016 წელს 111 680 ლარი მიიღო, მათ შორის, დანამატის სახით, - 76 520 ლარი, რაც დაახლოებით 2.2-ჯერ აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №35 ბრძანების თანახმად, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების ხელმძღვანელების, მათ შორის, საგამოძიებო ნაწილის უფროსის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2930 ლარია, რაც წელიწადში 35 160 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ ნაჭყებიას მიერ 2016 წელს მიღებული ხელფასის ოდენობა აღემატება წინა წლებში ამავე თანამდებობაზე დანიშნული ყველა ჩინოვნიკის ანაზღაურებას. მანამდე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსებიდან ყველაზე მეტი თანხა 2009 წელს ჰქონდა მიღებული დავით ჩხატარაშვილს, - 111 240 ლარის ოდენობით

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 82 800 ლარია, პარლამენტის თავმჯდომარისა - 80 000 ლარი. 51 370 ლარს შეადგენს პრემიერ-მინისტრის წლიური ხელფასი. მთავრობის წევრების - მინისტრების ანაზღაურება წელიწადში 75 000 ლარია, პარლამენტის წევრებისა კი, დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, 55 000 ლარიდან 66 500 ლარამდეა.  

 

მსგავსი თემები:

მთავარმა პროკურორმა პრემია-დანამატები 18-ჯერ, მოადგილეებმა კი 21-ჯერ მიიღეს

კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო

ქვემო ქართლისა და აჭარის პროკურორებმა ერთ წელში დანამატი 22-ჯერ მიიღეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]