weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 4500 ლარი გახდა

12:53 ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018

თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერის ყოველთვიური ხელფასი 4500 ლარი, მისი პირველი მოადგილისა 4000 ლარი, მოადგილისა კი 3750 ლარი გახდა. ასევე 4500 ლარამდე გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი, მის მოადგილის ანაზღაურება კი 3750 ლარი ექნება.

დადგენილება მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის სარგოების გაზრდის შესახებ რუსთავის საკრებულომ 2018 წლის 17 იანვარს მიიღო, მისი ამოქმედება კი 1 იანვრიდან მოახდინა. 

საკრებულოს დადგენილებით, ქალაქის მერის ირაკლი ტაბაღუას და საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის თანამდებობრივი სარგო, რომელიც 2018 წლის 1 იანვრამდე 2750 ლარს შეადგენდა, 4500 ლარამდე გაიზარდა. 

2250 ლარიდან 4000 ლარამდე გაიზარდა მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, მერის მოადგილის ანაზღაურება კი 2200 ლარის ნაცვლად 3750 ლარი იქნება. ასევე 3750 ლარს მიიღებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.

1700 ლარის ნაცვლად, თვეში 2600 ლარის ოდენობით ხელფასს მიიღებენ მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირები, - მერიის სამსახურის უფროსები, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, 1600 ლარს კი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები. 

აღსანიშნავია, რომ რუსთავის მერიის ხელმძღვანელების ხელფასის ოდენობა ქვეყნის ყველა სხვა მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის, ქალაქ თბილისის მერის ანაზღაურებას მნიშნელოვნად აღემატება. 

შედარებისთვის, თბილისის მერის ხელფასი თვეში 3180 ლარია, სხვა თვითმმართველი ქალაქების მერებისა (ბათუმი, ქუთაისი, ფოთი) - 2750 ლარი, დანარჩენი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა კი 2650 ლარი. გამონაკლისია თიანეთის მუნიციპალიტეტი, სადაც მერის ანაზღაურება 2500 ლარით არის განსაზღვრული. 

„რეგინფო“ წერდა, რომ რუსთავის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები წლის განმავლობაში ხელფასზე მეტ პრემიებს და დანამატებს იღებდნენ. მაგალითად, ქალაქის ყოფილმა მერმა დავით ჯიქიამ 2016 წელს 67 650 ლარი, 2015 წელს კი 59 000 ლარი მიიღო. აღნიშულ ორ წელიწადში მან ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატები 23-ჯერ აიღო. 

2016 წელს ხელფასის ოდენობით დანამატები 14 - 14-ჯერ მიიღეს რუსთავის მერის მოადგილეებმა და მერიის სამსახურების უფროსებმა. 

2016 წელს ასევე 67 650 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, მისმა მოადგილემ ნინო ლომიძემ 55 336 ლარი, მეორე მოადგილემ გოჩა შავაძემ კი 55 111 ლარი. ყველა მათგანმა ხელფასის სრული ოდენობით პრემია-დანამატი წლის განმავლობაში 13-ჯერ აიღო. 

საშტატო ნუსხის მიხედვით, დღეისათვის რუსთავის მერიაში 225, საკრებულოში კი 32 საჯარო მოსამსახურე მუშაობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]