weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაზვერვის სამსახურში მაღალჩინოსნების ხელფასები გაორმაგდა

13:28 ორშაბათი, 29 იანვარი 2018
ფოტოზე დავით სუჯაშვილი ფოტოზე დავით სუჯაშვილი

დაზვერვის სამსახურის უფროსის დავით სუჯაშვილის ხელფასი 3540 ლარიდან 7000 ლარამდე, მისი პირველი მოადგილისა - 3200 ლარიდან 6500 ლარამდე, სხვა მოადგილეებისა კი 2950 ლარიდან 6200 ლარამდე გაიზარდა. სამსახურის მაღალჩინოსნებს მომატებული ხელფასი 1 იანვრიდან დაერიცხებათ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილების თანახმად, დაზვერვის სამსახურში არსებული დირექტორატების უფროსებს ხელფასი, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ შერჩეული კოეფიციენტის შესაბამისად, შესაძლოა 2700 ლარიდან 5600 ლარამდე გაიზარდოს, მათ მოადგილეებს კი 2600 ლარის ნაცვლად 4500 ლარი დაენიშნოთ. 

დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ანაზღაურება, თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებთან ერთად, მოიცავს ასევე ფულად ჯილდოს, სხვადასხვა სახის დანამატებსა და კომპენსაციებს. 

ამასთან, აღნიშნულ მოსამსახურეებზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მოქმედება და, შესაბამისად, ამ კანონით დაწესებული შეზღუდვები დანამატებისა და ფულადი ჯილდოს (პრემიის) გაცემის საკითხებში.

 

მსგავსი თემა:

სუს-ის მაღალჩინოსნების ხელფასი 2.5-ჯერ გაიზარდა

პროკურატურაში ხელფასები გაიზარდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]