იუსტიციის მინისტრის მიერ 2018 წლის 26 იანვარს გამოცემული №276 ბრძანების თანახმად, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების უფროსებს ხელფასი 2930 ლარის ნაცვლად 5600 ლარი, მათ მოადგილეებს კი 2450 ლარის ნაცვლად 4100 ლარი ექნებათ.
2930 ლარიდან 5600 ლარამდე გაიზარდა საოლქო პროკურორებისა და აჭარის ა/რ პროკურორის ხელფასები, მათი მოადგილეები კი 2580 ლარის ნაცვლად 4100 ლარს მიიღებენ.
3900 ლარამდე გაიზარდა რაიონული პროკურორების ხელფასი, რომელიც მანამდე 2580 ლარი იყო.
მთავარი პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა უფროსი გამომძიებლების ყოველთვიური სარგო 3000 ლარი (2430 ლარის ნაცვლად), გამომძიებლებისა კი 2900 ლარი (2310 ლარის ნაცვლად) იქნება.
შეგახსენებთ, რომ პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების ანაზღაურება, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, ფულად ჯილდოს (პრემიას) და სხვადასხვა სახის დანამატებსაც მოიცავს. ამასთან, მათზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები დანამატებისა და ფულადი ჯილდოს (პრემიის) გაცემის საკითხებში.
„რეგინფო“ წერდა, რომ მთავარმა პროკურორმა 2016 წლის განმავლობაში სარგოს სრული ოდენობით პრემია-დანამატები 18-ჯერ, მისმა მოადგილეებმა კი 21-ჯერ მიიღეს.
მსგავსი თემები:
კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო
ქვემო ქართლისა და აჭარის პროკურორებმა ერთ წელში დანამატი 22-ჯერ მიიღეს
მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა დანამატი 26-ჯერ მიიღო