weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია - ლევან იზორია

11:55 შაბათი, 03 მარტი 2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სოფელ წილკანში იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ლევან იზორიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია.

„სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს ჩვენი შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. ამ მძიმე წუთებში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დგას. ვითხოვთ, დროულად გადაეცეს ოჯახს ცხედარი. ჩვენ ერთად მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პრინციპულად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრთან ერთად გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, მისმა მოადგილეებმა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

34 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკთხზე მოლაპარაკებები 26 თებერვალს და 1-ელ მარტს უშედეგოდ დასრულდა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდება, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთშია გაგზავნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]