weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2022

„ბადაგონმა“ თბილისში სათავო ოფისი დროებით დახურა

17:24 ორშაბათი, 05 მარტი 2018

ღვინის კომპანია „ბადაგონმა“ თბილისში მდებარე სათავო ოფისი დროებით დახურა. „ბადაგონის“ დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, 30-მდე თანამშრომელი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ქარხნებში გადანაწილდება.

სალაყაიას თქმით, მიმდინარე სამართლებრივი დავის გამო „ბადაგონს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა და კომპანია კრიზისული მართვის რეჟიმზე გადადის. 

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ბადაგონმა“ უკვე დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც ჩინეთში „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს აწარმოებდა. ამასთან რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. ამ ყველაფრის შესახებ პირადად ვაცნობე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. პრემიერმა „ბადაგონს“ მხარდაჭერა აღუთქვა და დამარწმუნა, რომ უშუალოდ ჩაერთვებოდა „ბადაგონის“ ირგვლივ შექმნილი ვითარების გადაწყვეტაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრისგან ვიგრძენი კომპანიის მიმართ სრული მხარდაჭერა და დახმარების გულწრფელი სურვილი, რადგან ეს საკითხი არა მხოლოდ „ბადაგონს“, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას ეხება. დღეიდან გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე და ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას „ბადაგონის“ ყველა საწარმოში“, - განაცხადა სალაყაიამ.

მისივე თქმით, საწარმოო პროცესში არანაირი შეფერხება არ არის და კომპანიის 600-მდე თანამშრომელი მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ღვინის კომპანია „ბადაგონში“ 7 თებერვალს შევიდა. გამოძიების დაწყების საფუძველი „ბადაგონის“ ყოფილი მეწილის „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ და მისი მფლობელის ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადება გახდა. ჯანჯღავა ამბობს, რომ „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ მისი 60%-იანი წილი უკანონოდ მიითვისა. თავის მხრივ სალაყაია ირწმუნება, რომ ჯანჯღავას უკან პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ბეჟუაშვილი დგას, რომელიც კომპანიის „ხელში ჩაგდებით“ არის დაინტერესებული და ჯანჯღავას ამ მიზნით მიმართა.

8 თებერვალს „ბადაგონის“ ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლა და გამოძიების დაწყება ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს უკავშირდება. ქუმსიშვილმა „ბადაგონის“ წარმომადგენლების ბრალდებას აბსურდული და არასერიოზული უწოდა

კომპანია „ბადაგონი“ ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა საქართველოში. 2017 წელს „ბადაგონმა“ ღვინის ექსპორტიორ 250 კომპანიას შორის პირველი ადგილი დაიკავა. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს მათი გაყიდვების მოცულობა 35%-ით გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]