weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო ავსტრიიდან საქართველოში 11 მოქალაქე გამოაძევეს

10:27 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს 11 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. საქართველოს მოქალაქეები ვენიდან სპეციალური რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 07:00 საათზე ჩამოფრინდნენ. ერთ-ერთი მათგანი, პაატა სულუხია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ავსტრიიდან უკანონოდ გამოაძევეს.

„ჩემი დეპორტაციის პროცედურა 2017 წლის 5 დეკემბერს დაიწყო. არ დავეთანხმე, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დეპორტაციის უფლება საიმიგრაციო სამსახურს არ აქვს. ამის მერე საიმიგრაციო სამსახურში გამოვცხადდი და მომცეს საცხოვრებელი, ფულადი დახმარება შემიწყვიტეს და მითხრეს, რომ ყოველდღე პოლიციაში უნდა მევლო.

2018 წლის 22 იანვარს ჩემ საცხოვრებელში პოლიცია შემომივარდა და დამაკავა. მეორე დღეს სასამართლოზე ბრალი წამიყენეს, რომ პოლიციაში არ დავდიოდი და რომ დეპორტაციის პირობები დავარღვიე. სახლში რაც ნივთები მქონდა, შეკრიბეს, მოპარული გაქვსო მითხრეს. 52 დღე გავატარე ციხეში“, - უთხრა ჟურნალისტებს პაატა სულუხიამ.

მარტში ვენიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ორი სპეცრეისია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ 20 თებერვალს, გერმანიიდან საქართველოში 65 ადამიანი გამოაძევეს, მათ შორის იყვნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც თავშესაფრის მიღებას სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ისლანდიაში ცდილობდნენ.ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსულის, იოსებ ჩხიკვიშვილის განცხადებით, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია 21 მარტსაც იგეგმება. კონსულის განმარტებით, უკან იმ ადამიანებს აბრუნებენ, რომლებსაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს.

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 %-ით გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]