weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გერმანიიდან საქართველოს 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს

11:43 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018
გერმანიიდან საქართველოს 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს ფოტო © France Press

გერმანიიდან საქართველოს 50-მდე მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ისინი თბილისში სპეციალური რეისით ფრანკფურტიდან ჩამოფრინდნენ. დეპორტირებულებს შორის ბავშვებიც არიან.

კომპანია „ფრონტექსის“ წარმომადგენელი, რომელიც პროცესს მონიტორინგს უწევდა, ამბობს, რომ ქართველები გერმანიაში არალეგალურად ცხოვრობდნენ და ქვეყანაში ყოფნის ვადა დარღვეული ჰქონდათ.

„გერმანიის ტერიტორიიდან განხორციელდა არალეგალურად ჩაბარებული საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ფრონტექსის“ წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ.

გერმანიიდან გამოძევებული ქართველების თქმით, მათი დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. აეროპორტში რამდენიმე მოქალაქემ აღნიშნა, რომ ისინი გერმანიაში ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხდება. 15 მარტს უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს 11 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. 20 თებერვალს, გერმანიიდან საქართველოში 65 ადამიანი გამოაძევეს, მათ შორის იყვნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც თავშესაფრის მიღებას სხვა ქვეყნებში ცდილობდნენ.

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 %-ით გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]