ბათუმის პორტის თანამშრომელთა ნაწილი 2 აპრილს გაიფიცა და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. იმავე დღეს, პორტის ადმინისტრაციის შენობაში ათამდე ადამიანმა შიმშილობა დაიწყო. ისინი საზღვაო ნავსადგურში შესაძლო რეორგანიზაციას და თანამშრომელთა შემცირებას აპროტესტებდნენ. ორი დღის განმავლობაში პორტი პარალიზებული იყო, რის გამოც გაფიცულთა ნაწილმა მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, ექვმა თანამშრომელმა კი შიმშილობა განაგრძო. ორი მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ გაუარესდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი აცხადებდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არავის ემუქრება და რეორგანიზაციის შესაძლებლობა პორტში ფინანსური და ეკონომიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით განიხილებოდა.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ მართავს, რომლის მფლობელი 2008 წლიდან ყაზახური კომპანია „ყაზტრანსოილია“.