weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი მოკლულის შინაგანი ორგანოების გადმოცემას ითხოვს

11:38 სამშაბათი, 17 აპრილი 2018
ფოტოზე არჩილ ტატუნაშვილის მამა ფოტოზე არჩილ ტატუნაშვილის მამა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს, ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენოს მოკლულის შინაგანი ორგანოების მათთვის გადმოცემის საკითხი. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, თამარ ავალიანის თქმით, იმის გამო, რომ არჩილ ტატუნაშვილს შინაგანი ორგანოები ამოცილი ჰქონდა, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზების დადგენა გართულდეს. 

„იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები, ამან შესაძლოა გაართულოს ექსპერტიზის ყოველმხრივი და სრულყოფილი შედეგების დადება, გაართულოს სიკვდილის მიზეზების დადგენა. ეს არის ვარაუდი. ეს არის გარკვეული გამოწვევა, რომელიც დაფიქსირდა. ვინაიდან, ექპერტიზა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველოს ხელისუფლება დაეხმაროს საკუთარი ქვეყნის გამოძიებას და დააყენოს შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი“, – განაცხადა თამარ ავალიანმა.

მისივე თქმით, მცხეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: „ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორი ან მეტი პირის მიმართ, ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა“.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე ობიექტური გამოძიება ჩატარდეს.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რა თქმა უნდა, დაინტერესება არის ის, რომ გამოძიება წარიმართოს მაქსიმალურად სკრუპულოზურად და ეფექტურად იმისთვის, რომ გამოვლინდეს ზუსტი გარემოებები არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფისა. დაისმება ყველა ის საკითხი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს იტერესს, კერძოდ იმას, რომ გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად ეფექტურად. ამისთვის ყველა პლატფორმა იქნება გამოყენებული“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 23 თებერვალს მოკლეს. ქართული მხარე მისი ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ის „წითელი ჯვრის“ ჩართულობით, ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს, რის შემდეგაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა ჯერ არ არსებობს. არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]