weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბექა ხახუბიას საქმეზე პატრულის ორ ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუჩერდა

13:50 პარასკევი, 26 მაისი 2017

გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის გამო, რომლის შედეგადაც 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს ორ ხელმძღვანელ პირს, უფლებამოსილება შეუჩერდა. შს სამინისტროს განმარტებით, გამოძიების დასრულებამდე ისინი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის გვირაბთან 16 მაისს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილის მძღოლი არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას გაეჩერებინა ავტომობილი, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია მის დევნას ახორციელებდა. პოლიციელებმა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ ჯიპს გორის გვირაბთან გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, მძღოლმა მანქანის დამუხრუჭება ვერ შეძლო, ტრაილერს შეასკდა და ადგილზე გარდაიცვალა.

„დილის 4 საათი იყო. ტრაილერი გორის გასასვლელში, გვირაბთან მქონდა გაჩერებული და მეძინა. პატრულ–ინსპექტორმა გამაღვიძა, გზა გადამიკეტეო. რატომ მეთქი და რომ გეუბნები, გზა გადაკეტეო. დავქოქე მანქანა, გზა გადავკეტე, ჩამოვედი, მივედი პატრულთან და ვეკითხები, რატომ გადამაკეტინე მეთქი. მოცილდი აქედანო“, – ყვება ტრაილერის მძღოლი გიორგი ღლონტი  „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში, 16 მაისს, გამთენიისას, გორთან მომხდარი ავარიის დეტალებს.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამჟამად საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

ბექა ხახუბია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]