„რეგინფო“ წერდა, რომ განაშენიანების პირვანდელი გეგმა, რომელიც ფორმალურად დღემდე მოქმედებდა, სოფელ იყალთოში ზოოპარკის, კაზინოს, ნავმისადგომის, ამფითეატრის, ბულვარისა და ტექნოლოგიური პარკის მოწყობასაც ითვალისწინებდა.
იმავე დადგენილებით საკრებულომ აკრძალა მეტროსადგურებიდან 5 მეტრის რადიუსში სავაჭრო ჯიხურებისა და დროებითი ნაგებობების განთავსება. დადგენილებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მიწის ნაკვეთების განაშენიანებასთან დაკავშირებული ზოგიერთი რეგულაცია არ ვრცელდება აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საჰაერო-საბაგირო ნაგებობებზე, ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე.
„რეგინფოს“ მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით ყველა საკრებულოს სარეკომენდაციო წერილები გაუგზავნა, რითაც სამართლებრივი აქტების გადასინჯვა და შეუსაბამო ჩანაწერების შესწორება მოითხოვა.
მსგავსი თემები:
თელავის საკრებულომ იყალთოს განაშენიანებაში ზოოპარკი, კაზინო და ნავმისადგომი გაითვალისწინა
ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მეტროსადგურებში დასუფთავების მოსაკრებელი აქვთ დაწესებული
ჩხოროწყუს საკრებულომ ნარკოდამოკიდებულებს კატებისა და ძაღლების ყოლა აუკრძალა
ბორჯომში მეტროს და აეროპორტების დასუფთავების მოსაკრებელია შემოღებული
ახმეტის საკრებულომ მეტროს სადგურების სახელდების წესი განსაზღვრა