weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ფინანსური პოლიციის უფროსმა 6 თვესა და 21 დღეში 68 100 ლარი დანამატები აიღო

17:47 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ, 2017 წლის 9 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, 87 945 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, საიდანაც თანამდებობრივი სარგო 19 845 ლარი იყო, 68 100 ლარი კი სხვადასხვა დანამატები და კომპენსაციები.  

საშტატო ნუსხის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო 2017 წელს თვეში 2950 ლარი იყო, თუმცა ლევან გამყრელიძის რეალური ანაზღაურება, დანამატებსა და კომპენსაციებთან ერთად, ყოველთვიურად 13 125 ლარს შეადგენდა.

ლევან გამყრელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2017 წლის 9 ივნისს დაინიშნა. მანამდე იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2013 – 2015 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა (განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე). 

2004 წლიდან 2013 წლამდე ლევან გამყრელიძე იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, - იყო უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, გამომძიებელი, ბოლოს კი იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმის მთავარი სამმართველოს უფროსი.   

 

მსგავსი თემები:

„RMG Gold“-ის ხელმძღვანელი ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

ფინანსური პოლიციის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა ერთ წელში დანამატი 29-ჯერ აიღო

ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილემ 22 დღეში 10 160 ლარი აიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]