მირიან მჭედლიშვილი ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ 2017 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა. 2015 წლის აგვისტოდან ფინანსთა სამინისტროში გადასვლამდე, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2006-2014 წლებში იყო „ქართუ ჯგუფის“ კონტროლის დეპარტამენტის უფროსი.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მირიან მჭედლიშვილმა 2017 წელს ხელფასის სახით მიიღო 138 608 ლარი. მათ შორის, სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე (2017 წლის 1 იანვრიდან 8 დეკემბრამდე) - 128 448 ლარი, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში (2017 წლის 8 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე) - 10 160 ლარი.
აღნიშნული სამსახურების საშტატო ნუსხის თანახმად, მირიან მჭედლიშვილის თანამდებობრივი სარგო სუს-ში თვეში 2720 ლარი იყო, ფინანსთა სამინისტროში კი 2750 ლარი.
„რეგინფო“ წერდა, რომ მირიან მჭედლიშვილი „ქართული ოცნების“ ფინანსური შემომწირველიც იყო, - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მან პარტიის ანგარიშზე 21 000 ლარი ჩარიცხა.
მსგავსი თემები:
სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ ერთ წელში დანამატი 42-ჯერ აიღო
სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წელში დანამატი 41-ჯერ აიღო
კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო
ფინანსური პოლიციის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა ერთ წელში დანამატი 29-ჯერ აიღო
ცესკოს თავმჯდომარემ ერთ წელში 197 307 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები მიიღო
სუს-ის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილმა ერთ წელში დანამატი 37-ჯერ აიღო