weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახალხო დამცველის აპარატისთვის ოფისის დასაქირავებლად მთავრობა 500 000 ლარს გამოყოფს

13:43 პარასკევი, 29 ივნისი 2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 500 ათასი ლარი გამოიყოფა. მისივე თქმით, ეს თანხა მოხმარდება ოფისის დაქირავებას იქამდე, ვიდრე სახალხო დამცველის აპარატის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება არ მოხდება.

შენობა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი ამ დრომდე იყო განთავსებული, ავარიულია. ამის გამო, 26 ივნისს, აპარატმა სამუშაო პროცესი რამდენიმე დღით შეაჩერა.

„ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახალხო დამცველის აპარატის შენობას ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაუდგინდა მესამე ხარისხის დაზიანება; ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის და 2018 წლის 2 ივლისამდე აჩერებს სამუშაო პროცესს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველის ოფისი თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ნინო ლომჯარიამ 6 ივნისს განაცხადა, რომ ერთი დღით ადრე საქართველოში მომხდარი 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]