weather cur horoscope tv
ნოემბერი 15, 2024

რუსული მხარის მტკიცებით, ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარი დაარღვიეს - კეკელიძე

18:30 პარასკევი, 29 ივნისი 2018

„რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ჩვენი მესაზღვრეების მიერ მოხდა საზღვრის დარღვევა, გარკვეულ სიღრმეზე შესვლა. განწესის გზის გარკვეული მონაკვეთები არის საზღვრის ხაზთან ახლოს, რა დროსაც მათ შეხვდნენ რუსი მესაზღვრეები და გარკვევის მიზნით საგუშაგოზე გადაიყვანეს“, - განაცხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

„ქართველი მესაზღვრეების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. როგორც გვითხრეს, მათ მიმართ არ ჰქონია ადგილი არანაირ ძალადობას და შეურაცხყოფას. ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან და გააგრძელებენ სამსახურს“, - აღნიშნა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი - კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე, რომლებიც 27 ივნისს ლაგოდეხის რაიონიდან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს, საქართველოში დღეს დააბრუნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ქართველი მესაზღვრეების დაკავება 28 ივნისს, მას შემდეგ დაადასტურა, რაც „რეგინფომ“ ლაგოდეხის რაიონიდან რუსი სამხედროების მიერ ქართველი მესაზღვრეების გატაცების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართველი მესაზღვრეების გატაცების შესახებ ინფორმაციას, გატაცებულთა ოჯახის წევრებს 2 დღის განმავლობაში უმალავდა.

 

ამ თემაზე:

ქართველი მესაზღვრეები რუსმა სამხედროებმა ალპური საძოვრებიდან გაიტაცეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]