„სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველებმა ცხედრები საღამოს 10 საათისთვის იპოვეს. საგუბრის ამოვსებას დიდი ხანია ვითხოვთ. კომპანია Black Sea Group-მა ხრეში ამოიღო, რის შემდეგაც მასში წყალი გროვდება და ბავშვები საბანაოდ იყენებენ“, - უთხრა ლაშა მალხაზიშვილმა „რეგინფოს“
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში წყალში ოთხი ბავშვი დაიხრჩო. გუშინ ტყიბულში, ახალსოფლის ტბაში 16 წლის ბიჭი დაიხრჩო, ურეკში, ზღვაში ბანაობის დროს კი 13 წლის მოზარდი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამავე პერიოდში, მაშველებმა 36 ადამიანი გადაარჩინეს. საზღვაო სეზონის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი მუშაობს.