weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობის კანცელარიასთან სვანეთის სოლიდარობის აქცია გაიმართება

12:18 პარასკევი, 27 ივლისი 2018
ფოტო: ზურაბ ნიჟარაძე / 26 ივლისის აქცია ხაიშში ფოტო: ზურაბ ნიჟარაძე / 26 ივლისის აქცია ხაიშში

თბილისში, მთავრობის კანცელარიის შენობასთან აქცია სახელწოდებით „სოლიდარობა სვანეთს, არა სპეცნაზურ ძალადობრივ ჰესომანიას“ გაიმართება. აქცია 18:30 საათზე დაიწყება.

„მოვითხოვოთ ჭუბერისა და ხაიშიდან სპეცრაზმის გაყვანა; დიდ და სხვა დამანგრეველ ჰესებზე, მათ შორის ლენტეხში „ხელედულა“ ჰესის უკანონოდ აგების მცდელობაზე უარის თქმა, რასაც ერთ კვირაზე მეტია უკვე შიმშილობის ფორმით მოითხოეენ ადგილობრივები“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

აქცია მესტიის რაიონის სოფლებში - ხაიშსა და ჭუბერში გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიგეგმა. 26 ივლისს, დილით სვანეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და პოლიცია შევიდა. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათი თანამშრომლები ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმებას, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენას ახდენდნენ, რაშიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა. უწყების განმარტებით, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანეს საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რის გამოც სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო.

ადგილობრივი მოსახლეობა ხე-ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას და სპეცრაზმის შეყვანას, ჰესების მშენებლობის გამო ბოლო პერიოდში გამართულ აქციებს უკავშირებს. გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, ხე-ტყე მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნას ითხოვენ.

სოფელ ხაიშში მოსახლეობის მიერ გადაკეტილი ცენტრალური გზა გვიან ღამით მას შემდეგ გაიხსნა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გაიყვანეს. ადგილობრივების ნაწილი გზის გახსნის წინააღმდეგი იყო, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გზიდან ჯებირების გატანა გადაწყდა, კვირიკობის დღესასწაულია, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება.

მოსახლეობასთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ 10 დღის განმავლობაში სვანეთში სამთავრობო გუნდი, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავა და მოსახლეობას შეხვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]