გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენელის ტარიელ წიკლაურის განმარტებით, დილით ავტომობილები გადაადგილდებოდნენ, თუმცა ძლიერი წვიმის გამო, მეწყერის ადგილზე დაგუბებული წყლის დონე მატულობს, სავალ ნაწილს ფარავს და ავტომობილების გავლა უკვე შეუძლებელია. მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიხსნება გზა.
9 აგვისტოს, ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა რამდენიმე ადგილას დაზიანდა. აბანოს უღელტეხილს ქვემოთ, სამხევამდე გზის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო და გზაზე რამდენიმე მანქანა ჩარჩა. სოფელ ხისომდე, მეწყერის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა. 10 აგვისტოს დილიდან გზის გაწმენდა დაიწყო და ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგა. ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, 17:00 საათიდან გზა კვლავ ჩაიკეტა და მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობა აკრძალული იყო.